საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ მეორე ტესტ-მატჩიც მოიგო.
"ბორჯღალოსნებმა" ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები 22-7 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან ლელოები: ტაბუცაძემ, მამუკაშვილმა და ნინიაშვილმა დადეს, ხოლო ერთი ჯარიმა და ორი გარდასახვა მატკავას ანგარიშზეა.
მსოფლიო თასამდე ბოლო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს ედინბურგში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მსოფლიო თასის პირველ ტურში კი 9 სექტემბერს საქართველო ავსტრალიას დაუპირისპირდება.