მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში

19 აგვისტო 2023, 20:05 574 ნახვა

რესპუბლიკელი კანდიდატები აიოვის შტატის მოქალაქეთა გულის მოგებას ცდილობენ. შტატში ბოლო ათი დღის განმავლობაში „პოლიტიკურ გამოფენა“ იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკური პარტიის ის წარმომადგენლები, რომლებსაც პარტიის ნომინაციის მოპოვება სურთ, ხალხს ხვდებიან და საკუთარ გეგმებსა და მიდგომებს აცნობენ.

აიოვა პირველი შტატია, რომელშიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს პარტიის წარმომადგენლებმა უნდა უყარონ კენჭი.

ხშირად სწორედ ეს პირველი შტატები განსაზღვრავს იმას, თუ ვის ხედავს პარტია ყველაზე ძლიერ კანდიდატად საიმისოდ, რომ მან საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვოს და მოქმედი პრეზიდენტის დამარცხების შანსი ჰქონდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში