უეფა-მ გამოაცხადა ნომინანტები 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე. ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პრიზისთვის იბრძოლებენ ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), სიმონე ინძაგი (ინტერი) და ლუჩანო სპალეტი (ნაპოლი).
გამარჯვებული გამოვლინდება 31 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას.
ფინალისტთა სია ჟიურის ხმის მიცემით გამოვლინდა.