საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში

17 აგვისტო 2023, 12:04 674 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ისრაელში საქართველოს ელჩმა. დიპლომატის თქმით, შეხვედრებზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბევრი საკითხი იქნება განხილული, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანა და ებრაული ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში.

ისრაელის სახელმწიფოში მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში