დღეს გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში კვიპროსული „აპოელს“ დაუპირისპირდება. განმეორებითი მატჩს ევროტურნირზე შემორჩენილი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იმ იმედით ელის, რომ თბილისში წაგებისთვის რევანშს აიღებს და პლეიოფის ეტაპზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „აპოელში“ ორი ქართველი, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.
ნიქოზიას სტადიონზე „დილას“ ურთულესი ამოცანის შესრულება მოუწევს. ანდრეი დემჩენკოს გუნდი „დინამო არენაზე“ 0:2 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ გორის „დილას“ და „აპოელის“ წყვილის გამარჯვებული პლეიოფში ბელგიური „გენტის“ და პოლონური „პოგონის“ დაპირისპირებაში უძლიერესს შეხვდება. თუმცა, ამ წყვილის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია – პირველი მატჩი ბელგიელებმა 5:0 მოიგეს.
„აპოელისა“ და გორის „დილას“ მატჩი დღეს 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.