დღეს "სიტი" და "სევილია" სუპერთასისთვის ითამაშებენ

16 აგვისტო 2023, 14:39 839 ნახვა

დღეს უეფას სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ტიტულისთვის ინგლისური "მანჩესტერ სიტი" და ესპანური "სევილია" იბრძოლებს.

მატჩი პირეოსში, "გეორგიოს კარაისკაკის" სტადიონზე თბილისის დროით 22:55 საათზე დაიწყება.

ინგლისური კლუბი სუპერთასის ფინალში პირველად არის, ხოლო ესპანელები კი მეშვიდედ ითამაშებენ.

დღევანდელ შეხვედრაში "სევილიას" ტანგი ნიანზუ არ ეყოლება, ხოლო "სიტის" კევინ დე ბრუინი,ჯონ სტოუნსი, რუბენ დიაში და ბერნარდო სილვა დააკლდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი