საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ში ვეტერანთა შორის შაშის ღია ტრადიციული ტურნირი გაიმართა, რომელიც აჭარის ვეტერან სპორტსმენთა ფედერაციამ და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ერთობლივად ჩაატარეს.
შეჯიბრება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორისაც გაიმართა. სულ ტურნირში 34 ვეტერანი სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
ქალთა შორის მედეა ბიბილეიშვილმა გაიმარჯვა, მამაკაცთა შორის კი პირველი ლეონიდ გაბაი იყო.
გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და სიმბოლური ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.