სპალეტი თუ კონტე? იტალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

15 აგვისტო 2023, 11:01 579 ნახვა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ შეადგინა იმ მწვრთნელების სია, რომლებმაც შეიძლება იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავონ, – წერს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

წყაროს ცნობით, ფედერაცია აპირებს მიიწვიოს ლუჩანო სპალეტი ან ანტონიო კონტე. ორივე სპეციალისტი უმუშევარია, მაგრამ თითოეულის მიწვევას თავისი ნიუანსები ახლავს.

სპალეტიმ, რომელმაც შარშან „ნაპოლის“ სერია „ა“ მოაგებინა, ერთწლიანი პაუზა აიღო, მაგრამ მისი კონტრაქტი მოქმედია. შესაბამისად, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს შეუძლია, სპალეტის სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვოს, რის გადახდასაც, სავარაუდოდ, ფედერაცია არ მოისურვებს.

კონტესთან მიმართებაში უფრო მარტივია სიტუაცია, რადგან ამა წლის მარტიდან მოყოლებული უმუშევარია, თუმცა აქ მნიშვნელოვანი მომენტია მისი ხელფასი. ადრე კონტე ნაკრებში წელიწადში 10 მილიონ ევროს იღებდა, ახლა კი ფედერაცია აპირებს, ორჯერ ნაკლები გადაიხადოს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი