რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესას სამჯერ შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 დრონი ჩამოაგდეს - უკრაინული მედია

14 აგვისტო 2023, 10:01 422 ნახვა

უკრაინის რამდენიმე ოლქში გამთენიისას საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განგაშის სიგნალი ისმოდა  კიევის, სუმის, პოლტავის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესას სამჯერ შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და 15 დრონი და "კალიბრის" ტიპის 8 რაკეტა ჩამოაგდეს.

„მტერმა ღამით სამჯერ შეუტია ოდესის ოლქს, გამოიყენა დრონების ორი ტალღა, სულ 15 ცალი და "კალიბრის" ტიპის საზღვაო ბაზირების 8 რაკეტა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ჯამში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 33 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში