ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ხელისუფლების ცნობით, ცხედრები მაშველებმა ცეცხლი ჩაქრობისას აღმოაჩინეს. უცნობია დაშავებულთა რაოდენობა. ამ დროის მონაცემებით, კუნძულ მაუიდან 11 ათასი ადამიანია ევაკუირებული. კუნძულის ზოგიერთ რაინში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, არ მუშაობს მობილური ქსელები.კუნძულზე ხანძრის სამ მასშტაბურ კერას ებრძვიან.