საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას ფიფა-ს და უეფა-ს ყოფილი არბიტრი, ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს. თურქმა არბიტრმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ჩვენ დავნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს მსაჯთა მომზადებაში და შევეცდებით, მეტი მსაჯი ჩავრთოთ საერთაშორისო მატჩებში. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა კლუბს, მოთამაშესა და მწვრთნელს, საპასუხოდ კი ველით, რომ მოედანზე იგივე პატივისცემა მივიღოთ. ჩვენი მიზანია, ყველა მსაჯი საუკეთესოდ მოვამზადოთ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებისთვის, რათა მხოლოდ მოედანზე ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხი იყოს სალაპარაკო თემა" - განაცხადა ჩექირმა.
14 აგვისტოდან ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯები ხუთდღიან საწვრთნელ, გაცნობითი სახის შეკრებას გაივლიან.
ჯუნეტ ჩექირი უეფასა და ფიფას ეგიდით გამართულ მატჩებზე დამკვირვებლის სტატუსით მუშაობს, ასევე წლების განმავლობაში სტაბილურად მსაჯობდა ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პელი-ოფის მატჩებს. ჯამში, მის გამოცდილებას, ზურგს 204 საერთაშორისო და 2001-2022 წლებში, თურქეთის სუპერლიგაში განსჯილი 385 თამაში უმაგრებს.