საპლაჟო ფრენბურთში ბათუმელი გოგონების წყვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

08 აგვისტო 2023, 15:36 608 ნახვა

თურქეთში ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში, რომელშიც გოგონათა 12 წყვილი მონაწილეობდა. კლუბ „ბათუმის“ ტანდემმა ანა დიასამიძისა და ლიზი-ირინე ლობჟანიძის შემადგენლობით ოთხიდან სამი შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველი სპორტსმენები საპლაჟო ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურისთვის ემზადებიან, თუმცა შეჯიბრების ჩატარების ადგილი და დრო საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას ჯერ არ დაუზუსტებია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში