ჩინეთის შანდონგის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გავრცელებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 126 სახლი ჩამოინგრა.
სეისმოლოგების ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის მოშორებით.
პეკინის რკინიგზამ კვირას 60-ზე მეტი მატარებლის რეისი გააუქმა.