შეგვიძლია, ევროპას ვკითხოთ: საით მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და სხვა კონფლიქტების დასასრულებლად? - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა.
„შეგვიძლია, ვკითხოთ ევროპას: „საით მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და მსოფლიოში სხვა კონფლიქტების დასასრულებლად, რომელიც ამდენ სისხლისღვრას იწვევს? დასავლეთო, რა მიმართულებით მიცურავ?" - აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, ოცნებობს ევროპაზე, რომელიც თავის უზარმაზარ ნიჭს კონფლიქტების მოსაგვარებლად და იმედის ლამპრების ასანთებად იყენებს.