შუახევის ბიუჯეტის პროექტი

01 აგვისტო 2023, 19:42 2369 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან მიღებული კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში, შუახევის ბიუჯეტი 2  050  000 ლარით, ხოლო  კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროგრამების თანადაფინანსებით 45 000 ლარით გაიზარდა  და ჯამში 22 043 000 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდა, როგორც  არსებულ პროექტებს და პროგრამებს, ასევე, დაიგეგმა ახალი ღონისძიებები. კეთილმოეწყობა ბაგა-ბაღები და მიმდებარე ტერიტორია, დაგეგმილია მოსაცდელების, მემორიალების და ფანჩატურების მშენებლობა-რეაბილიტაცია. განხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის სისტემის, საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე შეძენილი იქნება ავტობუსი და ნაგავმზიდი. რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას გაიზარდა 4 პროგრამის ბიუჯეტი, როგორიცაა მედიკამენტებით უზრუნველყოფის, დიალიზის პროგრამაში ჩართული მოქალაქეებისა და ცელებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის ტრასპორტირების  პროგრამები და მოვლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული ბენეფიციარებისთვის კვარტალური ფინანსური დაფინანსება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში