„ასტორია გრანდე“ ბათუმში და საპროტესტო აქცია პორტში - დაკავებულია რამდენიმე პირი 

31 ივლისი 2023, 12:18 939 ნახვა

"ოკუპანტებო, გაიყვანეთ თქვენი ტანკები საქართველოდან" - ამ გზავნილით დახვდნენ საკრუიზო ლაინერ ,,ასტორია გრანდეზე“ მყოფ რუს ტურისტებს მოქალაქეები ბათუმში. ის, რომ საკრუიზო ლაინერი 4 დღიანი პაუზის შემდეგ ბათუმის პორტში ისევ შემოვიდოდა ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე ვრცელდებოდა, ამიტომ ნავსადგურთან საპროტესტო აქცია გაცილებით ადრე, ღამის 12 საათზე დაიწყო,  ვიდრე ლაინერი ნავსადგურში შემოვიდოდა.   

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა  სწორედ ეს იყო, რომ გემი, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებიან ბათუმის  პორტში  არ შემოსულიყო და რომ, გაეგოთ მათი ჩამოსვლა აქ არავის უხარია. ამბობენ იმასაც, რომ ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან, სადაც მივლენ. პროტესტის ადგილას ფრიალებს საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება ,მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. თუმცა პროტესტის მიუხედავად გემზე მყოფმა რუსმა ტურისტებმა მაინც შეძლეს ჩამოსვლა ხმელეთზე, რის გამოც კიდევ უფრო დაიძაბა მდგომარეობა. ავტობუსებს რომლებითაც ისინი გადაჰყავთ მოქალაქეებმა ესროლეს კვერცხები.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი