კომუნიკაციების კომისიის შეხვედრა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებთან. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით ჩატარებული კვლევის გაცნობაა.
კვლევას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით ახორციელებს.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კვლევა შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას ემსახურება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთება კი საერთაშორისო როუმინგული ტარიფების შემცირებას უზრუნველყოფს.