კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება

30 ივლისი 2023, 18:18 551 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, კამპანია "ემეგობრე პოლიციის” ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრებს განაგრძობენ.

სტუმრებმა ბანაკში მყოფ მოზარდებს მართლწესრიგთან და სამოქალაქო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის პრევენციისთვის სამართალდამცველებთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი