პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩაფრინდა და ჩინეთში ვიზიტი გრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები უმაღლეს დონზე, სადაც საუბარი ძირითადად შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
პრემიერი უკვე შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს და ქვეყნის მეთაურ სი ძინპინს.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ჩინეთის მხრიდან ქვეყანაში განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე.