საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ახალი რეგიონული ოფისი ბათუმში

29 ივლისი 2023, 17:15 545 ნახვა

საავტორო უფლებათა ასოციაციამ ბათუმში ოფისი გახსნა, რომელიც რეგიონული იქნება და დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.

როგორც ასოციაციის წევრები ამბობენ, ახალი ოფისის გახსნის მიზანია გააადვილოს კომუნიკაცია, როგორც ავტორებთან, ასევე მოსარგებლეებთან რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყობს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ავტორთა კუთვნილი ჰონორარის უფრო ეფექტიანად შეგროვებას.

ოფისის გახსნას ასოციაციის წევრები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში