ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

29 ივლისი 2023, 14:08 525 ნახვა

„ნაპოლი“ და ვიქტორ ოსიმენი კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმდნენ. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებების შედეგად, ყველა დეტალი შეათანხმეს და ინფორმაციას ოფიციალურად უახლოეს მომავალში დაადასტურებენ.

ოსიმენი კონტრაქტს, 2027 წლის 30 ივნისამდე განაახლებს, რომლის თანახმად ნიგერიელი ხელფასის სახით სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

ნეაპოლური მედია წერს, რომ კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვით ვიქტორის გამოსასყიდი ფასი 150 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი