ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა ბარძალი იტალიის ნაკრებს უბრუნდებიან, ბარძალი რობერტო მანჩინის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს და „სკუადრა აძურას“ დაცვის ხაზს მოამზადებს. რაც შეეხება ბუფონს, ის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.
ბუფონს ჯერ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად არ დაუსრულებია, მაგრამ 45 წლის მეკარე „პარმასთან“ ერთად ახალი სეზონისთვის არ ემზადება, რაც მიანიშნებს, რომ მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ჯანლუიჯი ბუფონმა 1997-2018 წლებში იტალიის ნაკრებში 176-ჯერ ითამაშა და 2006 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.