უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათვე ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებების წინააღმდეგ კი ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაახლოებით 70-ჯერ გახსნა.
პარალელურად, უკრაინული ძალები კონტრშეტევის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ტოკ მაკში მათ ოკუპანტთა ლოგისტიკურ პუნქტზე მიიტანეს იერიში.
მძიმე ბრძოლები გრძელდება ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტზეც. უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკში კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელი გაათავისუფლეს.