„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი 

27 ივლისი 2023, 14:55 836 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტებში სამშობიარო ბლოკების გაუქმების საკითხზე ლელო საქართველოსთვის სპეციალური ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრები მთავრობას და ევექსის საავადმყოფოს მენეჯმენტს სთხოვენ დროულად აღადგინონ მაღალმთიანეთის საავადმყოფოებში სამეანო განყოფილებები. მათი განცხადებით, მას შემდეგ რაც მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოები მართვაში გადავიდა „ევექსის“ დაქვემდებარებაში, შუახევსა და ხულოში გაუქმდა სამშობიარო ბლოკები.

აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში შესაბამისი მომსახურების არ არსებობის გამო, ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე ექმნება პაციენტებს.

საპასუხოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობითი განცხადება მოგვაწოდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამინისტრო მუშაობს შესაბამის დაწესებულებებთან. შედგა არაერთი კომუნიკაცია.

უწყების ინფორმაციით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ოპტიმალურ დროში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი სამედიცინო სერვისი მაღალმთიან აჭარაში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი