ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში დღეს გაემგზავრება.
წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. ცერემონიის შემდეგ პრემიერი დელეგაციასთან ერთად პეკინში ჩავა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები.