დღეს ბათუმის დინამოს ხელმძღვანელები გუნდის გულშემატკივრებს შეხვდნენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის გადადგომას მოითხოვენ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ბათუმის დინამო ევროთასებზე ტირანასთნ მატჩს გამოეთიშა პირველივე ეტაპზე. კლუბის ხელმძღვანელების განცხადებით, სეზონის ბოლომდე მწვრთნელის შეცვლა არ იგეგმება.