საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე სწრაფმავალი სამაშველო კატარღები შეიძინა.პირველი კატარღის გადმოცემის ღონისძიება ბათუმში, სამაშველო განყოფილების ტერიტორიაზე გაიმართა.
კატარღა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირებისა და ცეცხლის ქრობის საშუალებები, რაც მეტად ეფექტურს გახდის და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სამაშველო-საძიებო, ასევე სახანძრო ოპერაციებს.