მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ორ შენობაზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა დაახლოებით 04:00 საათზე დაფიქსირდა - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, შენობებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია და დაშავებულები არ არიან.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დრონის ფრაგმენტები თავდაცვის სამინისტროს შენობიდან 2 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოაგდეს კომსომოლსკის პროსპექტზე, მეორე კი ლიხაჩევის პროსპექტზე ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.