მთის დღეები 2023 დასრულდა | მესტია

23 ივლისი 2023, 14:39 545 ნახვა

სვანეთი, გურია, ყაზბეგი, თუშეთი, იმერეთი და რაჭა - მთის დღეები 2023 დასრულდა. მთის ცხოვრება, მოსახლეობის ყოველდღიურობა, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ადგილობრივი წეს-ჩვეულებები - ფესტივალი, რომელიც 15 ივლისს გაიხსნა, უკვე მეორე წელია პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიებებს ექვსმა მაღალმთიანმა რეგიონმა უმასპინძლა. მესტიაში ადგილობრივმა ანსამბლებმა სვანური სიმღერები შეასრულეს. მაყურებლის წინაშე წარსდგა ქართული ხმები, შემდეგ კი სცენა სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა დაიკავა.

მთის დღეები ტრადიციულად კოცონთან სვანური ამბების და თქმულებების თხრობით დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში