ევროპის ქვეყნებში რეკორდულად ცხელა

19 ივლისი 2023, 11:50 680 ნახვა

ევროპის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ძლიერი სიცხეებია. იტალიაში რეკორდული სიცხის მიუხედავად  ბრიტანული ჯგუფის მიუსის თაყვანისმცემლები ჯგუფის კონცერტზე ღია ცის ქვეშ შეიკრიბნენ.  რომის ილიმპიურ სტადიონზე კონცერტის დასაწყისი 45 წუთით გადაწიეს, რათა  ადამიანები დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გამოსვლას მორიდებოდნენ. ღონისძიების  ორგანიზატორებმა კონცერტზე მოსულები  წყლის შესხურებით გააგრილეს და წყლის ბოთლები დაურიგეს. 

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ  ქვეყნის 27 ქვეყნიდან 20-ში ძლიერი სიცხეების გამო განგაშის წითელი დონე  გამოაცხადა. 

ამ ქალაქების რიცხვს შესაძლოა კიდევ  3 დაემატოს, რადგან იტალიის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით სარდინიის რამდენიმე ნაწილში  ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა ცელსიუსით 47 გრადუსს  მიაღწიოს. რომში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა  41,8 გრადუსი დაფიქსირდა. ბალკანეთის ქვეყნებში 40 გრადუსიანი სიცხეებია.

ანალოგიური ტემპერატურაა ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხორვატიაში, სერბეთში, სამხრეთ ბოსნია - ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი