ამერიკელი ჯარისკაცი, რომელსაც დისციპლინური პასუხისმგებლობა ემუქრება, კორეის საზღვრიდან ჩრდილოეთ კორეაში გაიქცა, სადაც ვარაუდობენ, რომ პატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ.
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შეშფოთება გამოთქვა ჯარისკაცის გამო, რომელიც კორეებს შორის ერთობლივი უსაფრთხოების ზონაში ექსკურსიით იმყოფებოდა და „განზრახ და ნებართვის გარეშე გადაკვეთა სამხედრო სადემარკაციო ხაზი.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ჯერ კიდევ ტექნიკურად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან 1950-53 წლების კორეის ომი სამშვიდობო ზავის გარეშე დასრულდა.