ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შეკრებას დიმაროში შეუერთდა

18 ივლისი 2023, 17:34 733 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აქამდე შვებულებაში იმყოფებოდა  „ნაპოლის“ დიმაროში შეკრებაზე შეუერთდა. ქართველი ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზასთან პიოტრ ჟელინსკისთან, სტანისლა ლობოტკასთან და ლეო ოსტიგორსა ერთად გამოჩნდა.

კვარაცხელია გუნდთან ერთად ვარჯიშს სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყებს. 

ამ დროისთვის როგორც ცნობილია პრესეზონზე „ნაპოლი“  ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

20 ივლისს რუდი გარსიას გუნდი „ანაუნესთან“  ხოლო 24 ივლისს „სპალთან“ ითამაშებს.

რაც შეეხება სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას  „ნაპოლი“ 19 აგვისტოს სერია A-ში   სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან“ ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი