ანსამბლ „ერისიონის“ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. შენობას ექნება საკონცერტო დარბაზი, შოუ-პროგრამების შესაბამისი განათება-გახმოვანება, ხმის ჩამწერი სტუდია, სარეპეტიციო დარბაზები და საგრიმიოროები, მსახიობებისთვის შექმნილი სატრენაჟორო დარბაზები და საშხაპეები, მოსასვენებელი სივრცეები და კაფეტერია. ასევე, სარეპეტიციო სივრცეები „ერისიონის“ სკოლა-სტუდიისთვის.
„ერისიონს“ სახელმწიფოსგან ანსამბლის არსებობის ვადით 2014 წელს გადაეცა შენობა - ე.წ. ყოფილი მედიკოსთა სახლი.
სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, რომელიც 12 მილიონ ნახევარზე მეტი ლარია, 2024 წლის გაზაფხულამდე უნდა დასრულდეს.