ნოდარ დუმბაძის ოთხი მოთხრობის მიხედვით, დაბა ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრალური ჩვენება გაიმართა. სპექტაკლი „ მე ვხედავ მზეს“, „მე ბებია ილიკო და ილარიონის“, „ხაზარულა“ და „ ბოშების“ მიხედვით დაიდგა. სპექტაკლში ჩართული იყო დაბა ხულოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სოციალურად დაუცველი პატარები. მოყვარული მსახიობები სპექტაკლისთვის თითქმის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. ჩვენება საგანმანათლებლო დანიშნულების იყო და მისი მთავარი გზავნილი პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა და ჰუმანურობაა. სპექტაკლი „ მომავლის პალიტრის“ მიერ „არ დავივიწყოთ ქართული“ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართა.