დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას - აბდულა არიპოვი ირაკლი ღარიბაშვილს

17 ივლისი 2023, 16:34 518 ნახვა

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას.

„მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის.

საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში.

ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას.

მადლობას გიხდით უზბეკეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის“,- განაცხადა აბდულა არიპოვმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დღეს ეწვია.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში