რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილი არ შესრულდა.
„ფაქტობრივად, შავი ზღვის ხელშეკრულებები დღეს აღარ მოქმედებს. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმებების შესრულებას, როგორც კი „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილი შესრულდება.