უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად სულ 210 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლა

17 ივლისი 2023, 14:04 554 ნახვა

უკრაინის თავდაცვის  ძალებმა გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

„გასული კვირის განმავლობაში, ჯამში, აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი მოქმედებების შედეგად თითქმის 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა. ზოგადად, კონტრშეტევის დროს გათავისუფლებული ტერიტორია 210.5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა ანა მალიარმა.

გასულ კვირას ბახმუტის მიმართულებით 7 კვადრატული კილომეტრი ფართობი გათავისუფლდა. ამ მიმართულებით კონტრშეტევის დაწყების შემდეგ 31 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაა გათავისუფლებული. სამხრეთში თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს კიდევ 10,9 კვ. კმ ტერიტორია. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ამ მიმართულებით 9,25 კმ-ით დაწინაურდნენ და ოკუპაციისგან  179,5 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი