ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტილია - სალივანი

17 ივლისი 2023, 10:15 506 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტილია და განხილვას არ ექვემდებარება. მისი თქმით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინას მიეცა გარანტია, რომ მას ექნება საჭირო მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

სალივანმა ასევე ისაუბრა კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების პროგრესზე და თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ რუსეთის დასუსტებისთვის. 

ამავდროულად, ბაიდენის მრჩევლის  განმარტებით, დასავლეთი მუშაობს რუსეთის ფედერაციაზე სანქციების ზეწოლის გაძლიერების მიმართულებით, რაც ასუსტებს მის სამხედრო-სამრეწველო ბაზას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი