ესპანეთსა და კანადაში მასშტაბური ტყის ხანძრებია

17 ივლისი 2023, 11:19 495 ნახვა

300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი კანარის კუნძულ ლა პალმაზე გაჩენილ ხანძარს ებრძვის, რომელმაც უკვე გაანადგურა  4 ათას 650 ჰექტარზე მეტი ფართობი  და აიძულა 4 ათასი ადამიანი დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები. ცეცხლი პუნტაგორდაში კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ტყიან ადგილას გაჩნდა. ხანძარი ლა პალმაში შაბათს გამთენიისას გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლაში მობილიზებულია 10  ვერტმფრენი. კანარის კუნძულების ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლმა 13 სახლი განადგურდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ევროპის ამ ნაწილში ანომალურ სიცხეებს ასახელებენ. ტყის ხანძარი გრძელდება კანადასიც. დასავლეთ კანადის ქალაქი ედმონტონი კვამლის ბურუსითაა მოცული.

ტყის ხანძარი ასევე მძვინვარებს აღმოსავლეთ კანადის დიდ ნაწილში. მაისის შემდეგ ხანძარმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 24 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

კვებეკში სამხედროები ჩართეს პროვინციის ჩრდილოეთით დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაციაში. ტყის ხანძარია ბრიტანეთის კოლუმბიაშიც, სადაც  დაახლოებით 2 ათასი მეხანძრე ებრძვის ხანძრის 350-ზე მეტ კერას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი