უკრაინა კონტრშეტევებს განაგრძობს

15 ივლისი 2023, 10:50 643 ნახვა

უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა 4 მიმართულებითაა კონცენტრირებული.

უკრაინის დამცველები მარინკას მიმართულებით მტრის შეტევებს აკავებენ, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით კი კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ. მტერმა გასულ ღამესაც გამოიყენა ირანული დრონები, გაშვებული 17 დრონიდან უკრაინელებმა 16-ის განადგურება შეძლეს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მიმართულებით ოკუპანტის 50 საჰაერო დარტყმა და 43 შეტევა განხორციელდა. უკრაინის სამხრეთის შეირაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსები თავდაცვაზე არიან ორიენტირებული და ამავე დროს ზრდიან თავდასხმების ინტენსივობას.

ომის დაწყების დღიდან ოკუპანტმა უკვე 237 180 ჯარისკაცი დაკარგა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი