ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებით და კანონმდებლობის ფარგლებში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება - რატი ბრეგაძე

14 ივლისი 2023, 21:39 679 ნახვა

ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, კანონმდებლობის ფარგლებში და შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს წმინდა პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება, – ამის შესახებ  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ჩვენ ვართ სამართლებრივო სახელმწიფო. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ სამართალი აღსრულდეს. სასჯელის აღსრულება არის სამართლის აღსრულება. როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილის, ასევე ყველა სხვა პატიმრის უფლება დაცულია. სრულიად ზედმეტია რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, როცა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ დაკვეთებისა და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად ვინმე ბედავს საუბარს, თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, კანონმდებლობის ფარგლებში და შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს წმინდა პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი