ენმ-ის ქედის საკრებულოს წევრი თვითმმართველობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი დეპუტატი შორენა კარანაძე ირწმუნება, რომ მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ნაწილი არ შეასრულა.
კონკრეტულად კი სოფელ ნამონასტრევში სოფლის სახლის რეაბილიტაცია, ჯალაბაშვილებსა და მეძიბნაში სკვერების მოწყობა იყო დაგეგმილი, თუმცა არ შესრულდა. ქედის მერიაში წერილობითი კომენტარი მოგვაწოდეს, სადაც აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანია ჩრდილი მიაყენოს პრიორიტეტულ საკითხებს.
მერიაში ირწმუნებიან, რომ 2021-2022 წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შევიდა ისეთი პროექტები, რომლის ღირებულებაც 3-4 ჯერ აღემატებოდა კონკრეტული სოფლისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს, გამომდინარე აქედან, მიმდინარე წელს მერიამ მოიძია რესურსი და აღნიშნული პროექტების ბიუჯეტი სრულად შეავსო.
ამ ეტაპზე, პროექტების ნაწილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ნაწილზე კი გამოცხადებულია ტენდერი.