საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 16 სპორტსმენით იქნება წარდგენილი მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე, რომელსაც 22-30 ივლისს იტალიის ქალაქი მილანი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მოხმალავეთა მსოფლიო რეიტინგს დიდი უპირატესობით ლიდერობს. მას ზედიზედ 13 ტურნირია - მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიოს თასი, ევროპული თამაშები ქართველი მოფარიკავე კვარცხლბეკს მიღმა არ დარჩენილა. მის ანგარიშზე 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.