„ლუდვიგ ნობელი - საინჟინრო საქმის ფუძემდებელი“ - გამოფენა ნობელების მუზეუმში

13 ივლისი 2023, 14:08 517 ნახვა

„ლუდვიგ ნობელი - საინჟინრო საქმის ფუძემდებელი“ - გამოფენა გაიხსნა ძმები ნობელების  სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში. მსურველებს სამი დღის განმავლობაში  შესაძლებლობა აქვთ ლუდვიგ ნობელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს გაეცნონ, გამოფენილი ფოტოები  ნობელების  ოჯახის არქივიდანაა.  

ძმები ლუდვიგ, რობერტ და ალფრედ ნობელები პირველი ვერტიკალურად ინტეგრირებული ნავთობკომპანიის დამფუძნებლები იყვნენ. მათი საქმიანობა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისის ბათუმის მრეწველობის  ისტორიას უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში