მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ფაქტი - სასულიერო პირების გამოხმაურებები

13 ივლისი 2023, 12:05 556 ნახვა

მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის ინტერესშია და შემთხვევითი ამბავი არ არის -  განაცხადა ცოტა ხნის წინ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.

მღვდელმთავრის პოზიციაა, რომ  ეს არის ცრუ ინფორმაცია, ხელოვნურად შეთხზული, როგორც ციანიდის საქმე. ამბობს იმასაც, რომ გამოძიება ძალოვანმა უწყებამ  რეალურად მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიწყო. 

გაგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრემ თავი იგრძნო შეუძლოდ, ჩატარებული კვლევებით კი სისხლში მძიმე მეტალები აღმოჩნდა. ეს ოფიციალურად დაადასტურეს კიდეც საპატრიარქოში, სადაც  მოწამვლის ვერსიას არ გამორიცხავენ, თუმცა ვერც მტკიცებით ფორმაში ამბობენ რაიმეს. არადა  საგულისხმოა მუხლის განმარტება, რომლითაც აღძრულია საქმე.

გამოძიება დაწყებულია მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი