ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოს ბოლო სამიტმა უკრაინა ალიანსში წევრობის გზაზე დააყენა.
ვილნიუსში ნატოს ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად შექმნა უსაფრთხოების ფუნდამენტი.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამიტზე გაკეთებული განცხადებები, რომ "ნებისმიერი ეჭვი ან გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში", მოიხსნა.