ზელენსკიმ ვილნიუსში ნატოს ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

12 ივლისი 2023, 14:54 573 ნახვა

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვილნიუსში ნატოს სამიტის დაწყებამდე  პრესისთვის მოკლე განცხადება გააკეთა. უკრაინის ლიდერმა დღის წესრიგის სამი პრიორიტეტული საკითხი დაასახელა. ესენია კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, ნატოში უკრაინის მოწვევა და უსაფრთხოების გარანტიები.

დღეს ვილნიუსში  დაგეგმილია ახლად შექმნილი ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა და ზელენსკის შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ნატოს სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ზელენსკიმ ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე გამართა ნატოს გენერალუ მდივან იენს სტოლტენბერგთან,  კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან, ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრ რიში სუნაკთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად განაცხადეს, რომ  უკრაინის მომავალი ნატოშია, თუმცა კიევისთვის გაწევრიანების კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ. გერმანია უკრაინას დამატებით პეტრიოტის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის. გაერთიანებული სამეფო კი 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს კიევს, რომელიც აღჭურვილობის შეკეთებისა და უკრაინაში სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად იქნება განკუთვნილი.

კანადამ პირობა დადო, რომ გააორმაგებს ნატოს მანდატით თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას ლატვიაში, რათა  ბალტიისპირეთის რეგიონი ნებისმიერი რუსული აგრესიისგან დაიცვას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი