გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „მეცში“ გააგრძელებს

10 ივლისი 2023, 20:27 580 ნახვა

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცში გააგრძელებს, - ინფორმაციას ცნობილი ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გიორგი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს და გენტიდან გიორგი მიქაუტაძის ამჟამინდელ კლუბ მეცს იჯარის წესით შეუერთდება, შეთანხმება ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციონს ითვალისწინებს, სადაც 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. 23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი სლოვანში ჯაბა კანკავასთან და გურამ კაშიასთან ერთად გაატარა, სადაც სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა. მან ყველა ტურნირის ჩათვლით 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლთან ერთად 9 საგოლე პასი მიითვალა. ჩაკვეტაძეს სლოვაკურ გუნდთან საიჯარო ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და როგორც მედიაში წერდნენ, ვაისის გუნდი მის შეძენას განიხილავდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი