ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება

10 ივლისი 2023, 14:19 641 ნახვა

გენერალური პროკურატურის მიერ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი ვრცელ განცხადებას ავრცელებს, თეიმურაზ წიქვაძე საქმესთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას და მოვლენებს დეტალურად აღწერს. წერილში ვკითხულობთ, რომ ბრალდებული დაახლოებით 13 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში.

ციტატა “სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა ბიზნეს წინადადებით. შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის გამომუშავებაში. შეთავაზებული ბიზნეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის.

ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 მილიონი  დოლარის ინვესტირება. თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი”. ნათქვამია განცხადებაში. ასევე წერილში ბოლოს უარყოფილია ვერსიები, თითქოს ბაჩიაშვილის მიმართ აღძრული საქმეები  უკავშირდება მის პოლიტიკურ შეხედულებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი