ავარია ჩაქვის გვირაბთან

10 ივლისი 2023, 15:09 801 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ  ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათგან სამი არასრულწლოვანია, ისინი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

დედათა და ბავშვთა ცენტრში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მშობლების ნებართვის გარეშე ინფორმაციას არ გასცემენ.

ამ დროისთვის გზაზე შეფერხება არ არის. დაზიანებული ავტომობილები ევაკუატორების საშუალებით გაიყვანეს.

რა მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციას ველოდებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში